ბრიტანულმა ბანკმა HSBC-მ გამოაქვეყნა კვლევა – მსოფლიოს 10 საუკეთესო ქვეყანა ემიგრანტებისთვის სამუშაოდ. კვლევაში 190 ქვეყნიდან 27 ათასი ადამიანი გამოიკითხა.
კვლევის თანახმად, ემიგრანტებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ-ათეული გამოკითხულთა პასუხების მიხედვით დადგინდა – თუ სად უფრო მარტივია მათთვის ცხოვრება, მუშაობა და ოჯახის ფეხზე დაყენება.
ემიგრანტებისთვის სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
შვეიცარია
ემიგრანტის საშუალო ხელფასი 188.275 დოლარია
გერმანია
ემიგრანტების საშუალო ხელფასი 97.693 დოლარია
შვედეთი
ემიგრანტების საშუალო ხელფასი 84.802 დოლარია
არაბეთის გაერთიანებული საამიროები
ემიგრანტების საშუალო ხელფასი 112.820 დოლარია
ნორვეგია
ემიგრანტების საშუალო ხელფასი 97.486 დოლარია
სინგაპური
ემიგრანტების საშუალო ხელფასი 138.641 დოლარია
ავსტრია
ემიგრანტების საშუალო ხელფასი 85.288 დოლარია
ჰონგ-კონგი
ემიგრანტების საშუალო ხელფასი 169.756 დოლარია
გაერთიანებული სამეფო
ემიგრანტების საშუალო ხელფასი 83.227 დოლარია
ბაჰრეინი
ემიგრანტების საშუალო ხელფასი 98.622 დოლარია.
justfly.ge