ყირგიზეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 30 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატვირთო ბოინგი 747 -ი ბიშკეკის აეროპორტის მახლობლად, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილზე პოლიციის, სახანძროსა და სამაშველოს ჯგუფები მუშაობენ.