სირიაში განხორციელებული ავიაიერიშების შედეგადა ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები მოკლეს. დაჯგუფების პოზიციები ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში თურქეთის ავიაციამ დაბომბა.
არმიის ცნობით, თვითმფრინავებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში 30-მდე სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის ორი შტაბბინა, 8 სამალავი, ორი სამხედრო მანქანა და საცეცხლე წერტილები. ავიაიერიშების შედეგად “ისლამური სახელმწიფოს” 9 წევრი დაიღუპა.