მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი რესპუბლიკურ საავადმყოფოს სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმები დღის მეორე ნახევარში მიიღებენ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცავებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
მინდია გოგოჭურმა გუშინ პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გამომძიებელი დაკითვის მიზნით საავადმყოფოში შემთხვევის პირველივე დღეს მივიდა. მისმა მეგობარმა კი პროკურატურაში ჩვენების მიცემის დეტალებზე არ ისაუბრა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მკურნალობა გაწერის შემდეგაც გაგრძელდება.
შეგახსდენებთ, რამდენიმე დღის წინ ბალანჩივაძის ქუჩაზე გოგოჭურსა და თათრიშვილს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.