აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკრაინის კრიზისის გამო რუსეთს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა და ქმედებები კვლავ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას.
პრეზიდენტის შეფასებით, სანქციების რეჟიმი უნდა გაგრძელდეს. შეზღუდვების პაკეტს მოქმედების ვადა მარტში ეწურებოდა.
ბარაკ ობამამ უკრაინის კრიზისის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების სამი დადგენილება 2014 წელს გამოსცა.
ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების 6 თვით გახანგრძლივებაზე დეკემბერში ევროკავშირის ლიდერებიც შეთანხმდნენ.