სტამბოლის ცენტრში 6-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. დაიღუპა ორი გამვლელი, მათ შორის ერთი ბავშვი, 17 ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, შენობა ერთ წელზე მეტია ცარიელი იყო.
ნგრევის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგური და რამდენიმე შენობაც დაზიანდა.