ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული კომპანია აგრძელებს უნიკალური ხეების გადატანით სამუშაოებს. ამჯერად მაგნოლიის ხე დაბა შეკვეთილში უნდა გადაიტანონ. გუშინ სამანქანო ტრანსპორტირება დაიწყო და საბოლოო პუნქტამდე გადატანისთვის რკინიგზის გადაკეტვა გახდა საჭირო.
ამის შემდეგ კიდევ 3 ხის ტრანსპორტირება იგეგმება.