ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაკურიანში აფთიაქი და რესტორანი სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაქურდეს

ბაკურიანში აფთიაქი და რესტორანი „ანაგი” გაქურდეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, საქმე გახსნილია და სავარაუდო დამნაშავეთა ვინაობა დადგენილია, ისინი არასრულწლოვანი პირები არიან. გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფთიაქის მინის კარი ჩამტვრეულია, სწორედ ამ გზით შევიდნენ გაქურდვის მიზნით არასრულწლოვნები. უცნობია, კონკრეტულად რა წაიღეს აფთიაქიდან. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები.

რაც შეხება რესტორან „ანაგის” გაქურდვის ფაქტს, kvira.ge -ს ინფორმაციით, შემთხვევა, დაახლოებით, ღამის 2 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 70 ლარი, სიგარეტები და სასმელები.

კვირა ფოტოებსაც აქვეყნებს:

download-1-1-300x225

download-2-1-225x300

download-3-1-225x300

იტვირთბა....