სირიის დედაქალაქში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც, მათ შორის კრიტიკულ მდგომარეობაშიც. აფეთქება დამასკოს იმ ნაწილში მოხდა, სადაც სირიის თავდაცვის ქვედანაყოფები არიან განთავსებულები.
პარალელურად, სირიის ხელისუფლება ისრაელს სარაკეტო იერიშის განხორიცელებაში სდებს ბრალს, რომელიც მათი თქმით დამასკოს აღმოსალეთით მდებარე აეროპორტზე მოხდა, თუმცა ისრაელის მთავრობა ბრალდებას უარყოფს.