ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩამოირეცხეს სისხლიანი 9 წელი და გაუდგნენ გზას შუშის კოლბისკენ“

 

გიგი უგულავას დღევანდელ განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, “ენმ”-ს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ  ქსელში ეხმაურება:

“ჩამოირეცხეს სისხლიანი ცხრა წელი და გაუდგნენ გზას შუშის კოლბისკენ.

აბა რა ექნათ, ციხე შიგნიდან ვერ გატეხეს!!

უგულავამ 15-წუთიან გამოსვლაში მიშა ლამის 20-ჯერ ახსენა. აი, ყოჩაღ! იმ ბრძენიკაცის რეკორდს მაინც ნუ მოხსნით, ეწყინება, ცოდოა…” – წერს თაქთაქიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმა ფრთამ დატოვა, კერძოდ უგულავა-ბოკერიას ფრთამ, რომლებიც ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან სახელწოდებით „ევროპული საქართველო“. პარტია 21-მა წევრმა დატოვა.

იტვირთბა....