ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ვინ არის პრეზიდენტის სიძე და რატომ სდებენ მას ბრალს გახმაურებულ მკვლელობაში

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე წუხელ სროლა იყო, გავრცელებული ინფორმაციით,  სროლის შედეგად პრეზიდენტის სიძე და მისი მეგომარი დაჭრეს.  პრეზიდენტის ოჯახის წევრი მირიან გოგოჭური ფეხშია დაჭრილი, ხოლო მისი მეგობარი მხარში. ორიევე  დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

მეორე პირის დაჭრის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსების ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძის მდგომარეობა სტაბილურია.

გოგოჭური პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. იგი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ივლისში პროკურატურაში იყო დაბარებული. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე გამოკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მირიან გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.

პრეზიდენტის სიძე სკანდალში ადრეც არა ერთხელ გახვეულა. მედიაში არსებული ინფორმაციით, მის სახელს 2013 წელს ბაჩო სირაძის დაჭრაში ფიგურირებს, რომელიც მაშინ პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო.

წყვილს ამ პერიოდში ურთიერთობა გაუფუჭდათ, ხოლო გოგოჭურმა სიტუაციის გასარკვევად სირაძეს დაუკავშირდა, შეხვედრის შემდეგ მათ შორის კონფლიქტი მოხდა. გოგჭურმა კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩხუბის დროს სირაძეს ფეხში ესროლა.

გოგოჭური ასევე სოლოლაკში 2013 წელს ბოლო თვეებში სისხლიან ქუჩურ გარჩევებში ფიგურირებს, სადაც სამი ადამიანი დაჭრეს.  ფაქტზე კი სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა.

2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობაა – შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს ხალხით სავსე ქუჩაში 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა. სწორედ ტარაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილია, რომელმაც პრეზიდენტის სიძეს მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობა დააბრალა.

ტარღაშვილი

კოჭლამაზაშვილმა 2013 წელს,  ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგიმარგველაშვილს, მისი შვილის მკვლელის მფარველობაში ბრალი დასდო.

” ჩემი შვილის მკვლელები არიან, დავით რუსიშვილი, ირაკლი აგლაძე, ივერი გოგბერაშვილი, დავით ჯოხაძე, რომლის ბიძაშვილიც კრიმინალური ავტორიტეტი სოსო ჯოხაძე იყო და გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური. მარგველაშვილის  მფარველობის შედეგად, მან პასუხისმგებლობას თავი დააღწია“-ამბობს 2013 წლის სექტემბერში  ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე თამილა კოჭლამაზიშვილი.მკვლელობის 2

ბრალდებას თავად მინდია გოგოჭურმაც უპასუხა და ბრალდებას აბსურდი უწოდა.

“ამ ქალბატონის მიერ ჩემ მიმართ წაყენებული ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო. მე არც არავის მკვლელობაში და არც არავის დაჭრაში არ მიმიღია მონაწილეობა. მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ დაწყებული ცილისწამების კამპანია”, – განაცხადა გოგოჭურმა ასევე  საგანგებოდ გამართულ  პრესკონფერენციაზე.მკვლელობის

 

შეგახსენებთ, რომ ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულია დავით რუსიშვილი  ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდაცვლილი ტარღაშვილის ოჯახი კი ბრალდებულს მირიან გოგოჭურისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებდნენ.

იტვირთბა....