ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ერთ მხარეს ქალები, მეორე მხარეს მამაკაცები“: მიდის პირდაპირი ვაჭრობა ქალაქის ცენტრში

 

ადვოკატი შალვა ხაჭაბურიძე პრემიერის განცხადებას ეხმაურება  და ამბობს, რომ ღამის კლუბებში სადაც ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ, მართლაც საშინელება ხდება. მისი თქმით, იქ პირდაპირ ცოცხალი ვაჭრობა მიდის, ერთ მხარეს ქართველი ქალები სხედან, ხოლო მეორე მხარეს მუსლიმანი მამაკაცები. ხაჭაბურიძე ფიქრობს, რომ ბარებს  გავლენიანი ადამიანები მფარველობენ.

”იმას, რაც თქვა პრემიერმა, მე ვაცხადებდი 9 წელიწადი და ხმამაღლა მოვუწოდებდი ხელისუფლებას, რომ ამასთან დაკავშირებით ღონისძიებები გატარებულიყო. გარდა რესპუბლიკის მოედნისა, მსგავსი დაწესებულება მარჯანიშვილის მოედანზეც არის. იქ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს.

ეს ძირითადად თურქების ბიზნესია, თუმცა იქ შესვლის უფლება აქვთ თურქებს, არაბებს და მუსლიმანური სახელმწიფოების წარმომადგენლებს. იქ ისეთი სიტუაციაა, რომ მსგავსი რამ არსად მინახავს, უცხოეთშიც ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი საშინელება იქაც არ ხდება. ერთ მხარეს განლაგებულები არიან ქართველი ქალები, მეორე მხარეს – მუსლიმანური წარმოშობის მამაკაცები და მიდის პირდაპირი ვაჭრობა. ისეთი უბედურება ხდება როგორც შენობის შიგნით, ისე შენობის წინ, რომ, რა გითხრათ. რამდენიმე წლის წინ გარკვეული ჯგუფი შევიკრიბეთ, მცდელობაც გვქონდა, ეს ყველაფერი გადაგვეღო.

მაშინ დადიოდა ხმები, რომ ამ ბიზნესს ”ნაციონალები” მფარველობენ და ვერავინ შეეხებაო. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ძველი ხელისუფლებიდან შემორჩენილი კადრები ამ ბიზნესს ხელს აფარებენ. სხვანაირად წარმოუდგენელია, ქალაქის ცენტრში ასეთი რამ ხდებოდეს”, – აცხადებს ხაჭაპურიძე.

წყარო: ახალი თაობა

იტვირთბა....