რესპუბლიკურ საავადმყოფოში საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ოპერაცია დასრულდა.
თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი ფეხშია დაჭრილი.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დღეს საღამოს ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. მას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ. გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.