პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპოანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
შემთხვევა თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.