ახალი ამბები ბიზნესი მთავარი პოლიტიკა

„ონლაინსესხების კომპანიები წარმატებით საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ“

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომელიც სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-იან ლიმიტს ადგენს, და რომლის შედეგადაც ჯარიმებისა და საურავების მაქსიმალურ პროცენტად 150% განისაზღვრა, ონლაინსესხების კომპანიებს წარმატებით საქმიანობა აღარ შეეძლებათ.:

 

“სამოქალაქო კოდექსში ჩაიწერა მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, როგორც ჯარიმის, ისე დაფარვის, საურავის და ასე შემდეგ, ჯამურად, წლიურად არ შეიძლება აღემატებოდეს 150%-ს. რაც იმ ბიზნესმოდელს, რომელიც ჩვენ გვქონდა ონლაინსესხების ნაწილში, არ აძლევს საშუალებას, წარმატებით გააგრძელონ ფუნქციონირება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

ცნობისთვის, ონლაინსესხების საშუალო “საბაზრო” განაკვეთები ძირითადად 400-700%-ის ფარგლებში მერყეობს.

იტვირთბა....