CNN-ის ყურადღების ცენტრში შიდა ქართლში გავლებული მავთულხლართები მოექცა. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებთა მძიმე ყოფაზე რეპორტაჟი 9 იანვარს მომზადდა, ჟურნალისტი მაყურებელს იმ საოკუპაციო პოლიტიკის შესახებ უამბობს, რომელსაც რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე ატარებენ.
რეპორტაჟში მოთხრობილია დათა პაპას შესახებ, რომლის სახლიც მავთულხლართებს მიღმა მოექცა. „როდესაც ის სახლიდან გამოვიდა ეს იყო საქართველო, უკან დაბრუნებულს კი უთხრეს, რომ “რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება“ – წერს CNN.