ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

„ლარიზაციის სქემა 17 იანვრიდან ამოქმედდება“

დოლარში არსებული სესხების ერთჯერადი ლარიზაციის სქემა 17 იანვრიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა:

„საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად, სესხების ლარიზაციის გეგმა შეიმუშავა. ამ გეგმის განხორციელებას 2017 წლის იანვრიდან ვიწყებთ. ერთჯერადი ლარიზაციის სქემა 17 იანვრიდან ამოქმედდება, ამიტომ, დღეს ფინანსთა მინისტრს მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად ეს კონკრეტული დეტელები გამოაქვს. განვიხილავთ ამ დეტალებს და მინდა ფინანსთა მინისტრს ვთხოვო, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დეტალური განმარტებები გააკეთოს ამ პროცედურების შესახებ იმისთვის, რომ ყველა შესაძლო შეკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით ამოიწუროს.

ვფიქრობთ, რომ ეს წარმატებული პროექტი იქნება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....