სამი სახლი დაიწვა სანზონაში, სანავარდოს ქუჩაზე. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც „მეტრონომს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დამწვარია 400 კვადრატული მეტრი.
სავარაუდოდ, ხანძარი გაუმართავმა ელექტროსისტემამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას დაპირდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.