aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ ბრალი წარედგინოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პატიმართა წამების ამსახველი კადრების სრული ვერსიის გამოქვეყნების საკითხზე ელისო კილაძე  მთავარ პროკურატურას ჩვენებას აძლევს. „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.

როგორც კილაძემ პროკურატურაში მისვლისას განაცხადა, ის არ გამორიცხავს, რომ მას დღეს ბრალი წარედგინოს.

„ამ პროკურატურის პირობებში, რომელიც არის პოლიტიკური პროკურატურა და პოლიტიკური დამკვეთების  პროკურატურა, არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს,“- აღნიშნა კილაძემ.

მისი თქმით, თუ მათ „ქრონიკა + ის“ დახურვა უნდათ, ეს ამბავიც გამოჩნდება.

„ისინი კითხულობენ კანონის მხოლოდ მეორე მუხლს, სადაც ლაპარაკია განსაკუთრებულ შემთხვევებზე, მაგრამ არ კითხულობენ და არ აქვთ წაკითხული ამავე კანონის 45-ე მუხლი, სადაც მკაფიოდ წერია, ყველაფერი რომ დამერღვია, რაც ამ კანონში მუხლებია ჩამოთვლილი, მე მეკუთვნის მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება. თუ მიდიან „ქრონიკა პლუსის“ დახურვაზე, ესეც არის ერთი ამბავი და გამოჩნდება დღეს, მკაფიოდ მეტყვიან, თუ მედავებიან იმას, რომ ეს კანონი დავარღვიე, ამ კანონის დარღვევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ვერცერთ შემთხვევაში ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ცნობისთვის, ელიკო კილაძე თავად წერს, რომ პროკურატურაში დაბარებულია ლადო ბედუკაძის მიერ გადაღებული ცოცხების კადრების სრული ვერსიის გავრცელების გამო. გუშინ კი მან სოციალურ ქსელში ვრცელი განმარტება გამოაქვეყნა:

„გასული წლის 15 აგვისტოს გავავრცელე ე.წ.ცოცხების კადრების სრული ვერსია.

კაპიტანმა ეკა გიგაურმა და ამხ.უჩა ნანუაშვილმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს.

მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე ერთხელ უკვე ვიყავი. კადრების წარმომავლობის თემა გარკვეულია. (ვლადიმერ ბედუკაძე) ხვალ 12 სთ-ზე განმეორებით დაკითხვაზე ვარ დაბარებული. რუსული სპეცსამსახურების 2012 წლის აფერა გაშიფრულია.ცხადზე ცხადია რომ ცოცხების სცენა დადგმულია !!!! რომ ვიცოდე ხვალ ბრალს წამიყენებენ და დამიჭერენ-დღესაც იგივეს გავაკეთებდი-სრულ კადრებს მაინც გავავრცელებდი !!!! ეს ბრძოლაა ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის და ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ !!! დაჭერა გინდათ-დამიჭირეთ -მზად ვარ“- წერს ელისო კილაძე facebook-ზე.

იტვირთბა....