ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ახალი ბულვარი საშიშროების წინაშე დგას

ბათუმის ახალი ბულვარი შესაძლოა პლაჟის გარეშე დარჩეს. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე  „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლებმა აღნიშნეს,  2012 წელს დაგეგმილი ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი შეიცვალა და სამუშაოები ისე მიმდინარეობს, რომ სანაპირომ უკვე დაკარგა კილომეტრზე მეტი სიგრძის პლაჟი, მისი გაგრძელების შემთხვევაში კი ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ახალი ბულვარის მთელი სანაპირო.

სანაპირო ზოლის ფაქტობრივად გაქრობასთან დაკავშირებულ ბრალდებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი უარყოფს და აცხადებს, რომ პირიქით, სანაპირო ზოლის გაფართოება იგეგმება.

„ეს იქნება კომფორტულად მოწყობილი ტერიტორია, სადაც იქნება როგორც პლიაჟი, ასევე სასეირნო ბილიკები. პირიქით, სანაპირო ზოლის გაფართოება იგეგმება,“ – აცხადებს რამაზ ბოლქვაძე.

იტვირთბა....