ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„არვიცი ოჯახი რით შევინახოო“: რატომ ჩამოიხრჩო თავი მამაკაცმა ბორჯომში  

“მეტრონომი” ინფორმაციისთვის სოფლის რწმუნებულს, ზაზა კირტანიძეს დაუკავშირდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. ასაკოვანმა მამაკაცმა სავარაუდოდ, თავი საკუთარ ეზოში ჩამოიხრჩო. სოფლის რწმუნებულის ზაზა კირტანიძის განცხადებით, რომელიც ამავდროულად გარდაცვლილის მეზობელია, გარდაცვლილ ნუგზარ კიკნაძის თვითმკვლელობის მიზეზი მძიმე სოცილური მდგომარეობა გახდა. „მეტრონომთან“ საუბარში რწმუნებული ამბობს, რომ კიკნაძე რამდენიმე ხნის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს, რასაც მამაკაცი მძიმედ განიცდიდა. გარდაცვლილს ამ პრობლემასთან ერთად მეუღლის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაც აწუხებდა. როგორც რწმუნებული ამბობს, სოფლის გამგეობა მას ცოლის სამკურნალო თანხით არაერთხელ დაეხმარა, თუმცა, ქალს მძიმე ოპერაციები ჰქონდა გადატანილი და ძვირად ღირებული პრეპარატები ესაჭიროებოდა. მთელი ოჯახი მხოლოდ ერთი შვილის იმედზე იყო, რომელიც სოფელში კერძო სამუშაოებზე დადიოდა.

„ბოლო დროს, საკამოდ მძიმე სოცილაური მდგომარეობა ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ მეც ვესაუბრე და მითხრა, რომ სამსახურიდან გამათავისუფლეს და არვიცი ოჯახი რით შევინახოო. სახლში ყველა უმუშევარია.

მისი ბიჭი სოფელში კერძო სამუშაოებზე დადიოდა, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ცოლი კი მძიმე ავადმყოფია. გულის რამდენიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული. მეც როგორც სოფლის რწმუნებელს რაც შემეძლო ისე ვეხმარებოდი.

რამდენჯერმე თანხითაც დავეხმარეთ. ბოლო დროს უკვე რცხვენოდა და აღარ მოდიოდა. არვიცი რა ვთქვა, ძალიან კარგი ადამიანი იყო. გული ძალიან დაგვწყვიტა“ – ამბობს სოფლის რწმუნებული.

როგორც  შსს-ში“ მეტრონომს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

იტვირთბა....