ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იმერეთის სამხარეო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორად თორნიკე მუშკუდიანი დაინიშნა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მან დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი რამდენიმე დღის წინ დაიკავა.

მათივე ინფორმაციით, მუშკუდიანი ამ დრომდე შშს-ში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

თორნიკე მუშკუდიანმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე ნუგზარ ქუთათელაძე შეცვალა, რომელსაც ეს პოსტი გასული წლის მაისიდან ნოემბრამდე ეკავა.

იტვირთბა....