ხურავს თუ არა ,,ჯიდიესი” საინფორმაციო გამოშვებასა და პოლიტიკურ თოქ-შოუებს, ამის შესახებ დღეს ,,ჯიდიეს“-ში თანამსრომელთა თათბირი გაიმართა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტები დღეს გადაღებებზე არ გასულან, თუმცა მათი თქმით, არც საინფორმაციო გამოშვების დახურვის შესახებ აქვთ ინფორმაცია.
,,ვაგრძელებთ ჩვეულებრივ ჯერ-ჯერობით, ის რომ გადაცემა 2030 დაიხურა სამსახურში ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ვნახოთ, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ,“ – ამბობს მიშა ფეიქრიშვილი „იბერიასთან“ საუბრისას.