ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უგულავას პირადად ჩემი სისხლი მართებს”

“მიშას მოსამართლეები თავს გავიდნენ, ჩვენ კიდევ ენის მოჩლექით ვაგრძელებთ ლაპარაკს“, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა გააკეთა.

“გიგი უგულავამ მოირგო პოლიტმატიმრის იმიჯი და გვმოძღრავს სამართლიანობაზე საჭირო შეწყალება არისო. თუთაშხია მაგონდება – ახია ჩვენზე. ამ გარეწარს (გიგი უგულავას) ქართველი ხალხის სისხლი მართებს, პირადად ჩემი სისხლი მართებს. ის რეჟიმის ერთ-ერთი შემქმნელი გახლავთ და პირადად ითხოვდა 7 ნოემბერს და 26 მაისს ხალხზე გადავლას. პირადად მე დამაპატიმრეს მოქმედი პარლამენტის წევრი და ლამის მომკლეს. მიშას მოსამართლეები თავს გავიდნენ, ჩვენ კიდევ ენის მოჩლექით ვაგრძელებთ ლაპარაკს. ხალხს რას ვეუბნებით, ხალხს!!!”, – წერს კოპალიანი

იტვირთბა....