ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნახალოვკაში, პურის საცხობში გაზის გაჟონვით 2 ახალგაზრდა გაიგუდა

 

პურის საცხობში ორი მამაკაცი იპოვეს გარდაცვლილი.  შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, სააკაძის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი ახალგაზრდები საცხობში მცხობელებად მუშაობდნენ. ისინი ღამე მორიგეობდნენ და შესაბამისად, საცხობში რჩებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცების გარდაცვალების მიზეზი, გაზის გაჟონვა გახდა.  სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. საქმეს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით იძიებენ.

 

იტვირთბა....