ლევან გაჩეჩილაძის შვილის, რატი გაჩეჩილაძის ამბობს, რომ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა, – ამის შესახებ რატი გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს.
“ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ! ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა.
ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში”, – წერს სოციალურ ქსელში რატი გაჩეჩილაძე.
ნიკა გვარამიაზე თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები იმდენად მძიმედ დაისაჯონ, რომ სხვას ამის გამეორება აღარ მოუნდეს, – ასეთი განცხადება გააკეთა ნიკა გვარამიამ მასზე მომხდარ თავდასხმაზე.
”მე, როგორც ერთი მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები იმდენად მძიმედ დაისაჯონ, რომ სხვას ამის გამეორება აღარ მოუნდეს”, – აღნიშნა გვარამიამ.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, თავდაპირველად თავდამსხმელების სამიზნე მხოლოდ ის იყო და მის მეგობრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც ისინი ინციდენტში ჩაერივნენ.