თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელი გაუნახევრდა.
ყოფილ მერს ,,თბილსერვისის“ საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. უგულავა სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
რიყის ტერიტორიის გასხვისების ეპიზოდში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამართლდნენ. ბრალდება მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებოდა. თბილისის ყოფილი მერის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მისმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს.
შეგახსენებთ, რომ „მეტრონომს“ გუშინ ჰქონდა ინტერვიუ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძესთან, რომელმაც გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.