ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მრავალმილიონიანი მაქინაცია, რომელიც ჩაუტარეს მოსახლეობას“: კუკავა აცხადებს, რომ ბუნებრივ აირში ჰაერს უმატებენ

გაზრდილი გადასახადი გაზზე: „ხელისუფლებამ ვერ გაბედა ტარიფის ზრდა და ასე ცდილობენ მოსახლეობიდან თანხების ამოღებას“

ბუნებრივ აირში დიდი რაოდენობით ჰაერს უმატებენ და ამ მაქინაციისთვის საზოგადოებამ პასუხი უნდა მოსთხოვოს გაზის კომპანიებს, -ამის შესახებ  mediapress.ge-სთან „თავისუფალი ორ-სამ დღეში დადებენ ამის დამამტკიცებელ მასალებს:

„ხელისუფლებამ ვერ გაბედა ტარიფის ზრდა და ასე ცდილობენ მოსახლეობიდან თანხების ამოღებას. შევარდნაძის დროს იყო, ვითომ პურს რომ არ აძვირებდნენ ხოლმე და პური მკვეთრად იკლებდა წონაში. სწორედ ანალოგიური ხდება ახლაც.

ბუნებრივ აირში უმატებენ ჰაერს. „თავისუფალი საქართველო“ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს ამის დამამტკიცებელ დოკუმენტებს. ბუნებრივ აირზე გადასახადი მეც მომივიდა არანორმალურად დიდი. არც ისეთი ცივი დეკემბერი იყო, რომ ასეთი სხვაობა მოეცა.

ეს არის მრავალმილიონიანი მაქინაცია, რომელიც ჩაუტარეს მოსახლეობას. ჩვენ სამართლებრივადაც მოვძებნით იმის საშუალებას, რომ თანხების კომპენსაციაზეც ვიმსჯელოთ. ეს მაქინაცია ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდება“. – განაცხადა კუკავამ „მედიაპრესთან“.

სააგენტოს „ქართული ოცნების“  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძეც ესაუბრა, რომელმაც  ბუნებრივ აირში ჰაერის შერევა კატეგორიულად გამორიცხა:

„ეს შეუძლებელია! როდესაც ჰაერი ერევა ბუნებრივ გაზში, გაზში წარმოიშობა მგრგვინავი გაზი და საშიში ხდება, რადგან, შესაძლოა, გამოიწვიოს აფეთქება. ამიტომ ჰაერის შერევას ბუნებრივ გაზში ვერცერთი კომპანია ვერ გაბედავს, რადგან ეს აუცილებლად გამოიღებს მძიმე შედეგებს.

დეკემბერი საკმაოდ ცივი იყო და, სხვა თვეებს რომ ადარებენ, იმის ფონზე, ალბათ, ბევრად გაზრდილი გადასახადი მოვიდა.

ბუნებრივ გაზში ჰაერის შერევას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. სხვა რა მაქინაცია შეიძლება იყოს, მე არ ვიცი. არ ვიცი სხვა რაიმე მიზეზი. „-აცხადებს არველაძე.

შეგახსენებთ, რომ  მომხმარებელთა დიდ ნაწილს დეკემბერში გაზზე გაზრდილი გადასახადი მიუვიდა. როგორც „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განმარტეს,  აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ, რადგან დეკემბერში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო 2015 წლის დეკემბერთან შედარებით.

კომპანიის განცხადებით, ნებისმიერ აბონენტს საშუალება აქვს, თავად იანგარიშოს მოხმარებული გაზის მოცულობა და საფასური.

„ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციითვე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ამოწმებს გაზის ხარისხს და, დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი აირის ხარისხი შეესაბამება საქართველოში არსებულ სტანდარტებს.

წყარო: mediapress.ge

იტვირთბა....