მერიის ეკოლიგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა თანამდებობა დატოვა – ამის შესახებ ინფორმაცია სულხანიშვილმა ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დაუდასტურა. მისი განცხადებით, თანამდებობიდან წასვლა ოჯახური მიზეზით მოხდა.
შეგახსენებთ, რომ სულხანიშვილის სახელი ყაზბეგის გამზრის 22-ში მიმდინარე მშენებლობისას ხეების მოჭრის სკანდალს უკავშირდება – საკრებულოს ოპიზიციამ მაშინ მისი გადაგომა მოითხოვა, თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ მისი გადადგომა არ იგეგმებოდა. სულხანიშვილ ერთი თვის წინ შვებულებაში გავიდა და სამსახურში აღარ დაბრუნებულა.
„ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე რთული იყო ჩემთვის. დაახლოებით 2 კვირა შვებულებაში ვიყავი. შემოთავაზებები მაქვს ბევრი, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორიდან,“ – განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.