ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო, ამის შესახებ ინფორმაციას, „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. სააგენტოს თქმით, ახალგაზდა მამაკაცი ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში გუშინ საღამოს შევიდა, თუმცა მისი ხმელეთზე დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე დაუზუსტებელია.
ფაქტს „ინტერპრესნიუს“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში უდასტურებენ.
აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე მამუკა თურმანიძემ განუცხადა, რომ სამძებრო სამუშაოები რესტორან ”სანრემოსთან” მიმდინარეობს.
თუმცა, „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია, 112-ს თვითმხილველმა შეატყობინა, მაგრამ ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურმა, სანაპიროზე დაკარგულის ვერც ტანსაცმელი და ვერც ის თვითმხილველი იპოვა, რომელმაც დარეკა. დაკარგულ ადამიანზეც არანაირი შეტყობინება არ შესულა. ამიტომაც, შსს-ს ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებები შეწყდა და არც გამოძიება დაწყებულა.