ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პარტია გაყოფილია, პროცესები ჩიხშია შესული“

 

დღეს პარტია ორად არის გაყოფილი და მასში მიმდინარე პროცესები ჩიხშია შესული, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნმა  სერგო რატიანმა განაცხადა:

“მე 2012 წლიდან ვარ “ნაციონალურ მოძრაობაში”. ჩემთვის აქ გატარებული ყოველი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ბოლო დროს პროცესები ძალიან დიდ ჩიხში შევიდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ იყო ცილისმწამებლური კამპანია, ან ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებდნენ, დღეს პარტია ორად გაყო თვითგამოცხადებულმა საორგანიზაციო კომიტეტმა.

წარმოიდგინეთ, არსებობს პოლიტსაბჭო, სამდივნო და დღეს პარტია გაყოფილია, ეს ამ ადამიანებმა უკვე გააკეთეს. დღეს არის ჩიხური ვითარება, აქედან როგორი გამოსავალი იქნება, დღეს ვერ გეტყვით. პროცესები ძალიან ღრმად არის წასული, ორგანიზაციულად გაყოფილი პარტია არსებობს. მას შემდეგ, რაც 27 დეკემბერს უგულებელყვეს პოლიტიკური საბჭოს უფლებები, და პარტიაში გაჩნდა არაუფლებამოსილი სტრუქტურა, ეს გაყოფა ნამდვილად არსებობს.

გუშინწინ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს გავუგზავნე წერილი, რომ მომავალი ყრილობისთვის დელეგატების შერჩევის წესი და პარტიული კონფერენციის მოწვევის წესი არ არის დამტკიცებული პოლიტსაბჭოს მიერ. შესაბამისად, ყრილობის სამართლებრივად ჩატარებას საფრთხე ემუქრება. გაფრთხილება იყო ჩემი მოვალეობა, ეს არ არის მხოლოდ ჩემი წუხილი, ამ წუხილს გამოთქვამს ბევრი რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატები. “, – აღნიშნა რატიანმა.

ენმ 20 იანვარს დელეგატთა სხდომის მოწვევას აპირებს.

იტვირთბა....