ახალი ამბები მთავარი სპორტი

შოთა არველაძის მწვრთნელობა თელ-ავივის “მაქაბიში” წარუმატებელი აღმოჩნდა

თელ-ავივის “მაქაბიში” დღეს  ებრაული გუნდის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან შოთა არველაძე მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს.

“მაქაბიმ” და შოთა არველაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეწყვიტეს თანამშრომლობა. კლუბი მადლობას უხდის მწვრთნელს შრომისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს მას”, – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

“ხანდახან, ისე არ ეწყობა საქმე, როგორც გეგმავ. ეს შესაძლოა, იყოს ჩემი, ფეხბურთელების ან მწვრთნელის შეცდომა. ასეთ სიტუაციაში სჯობს, თანამშრომლობის შეწყვეტა და ყველამ თავისი გზა გააგრძელოს. ამავე დროს, შოთას წარმატებებს ვუსურვებ”, – განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ხორდი კრუიფმა.

კლუბიდან წამოსვლის შესახებ კომენტარს შოთა არველაძეც აკეთებს, თუმცა გუნდიდან წამოსვლის მიზეზებზე არ საუბრობს და მხოლოდ მადლობით შემოიფარგლება.

“კლუბის პერსონალს, ფეხბურთელებს, გულშემატკივარს მადლობას ვუხდი იმ დროისთვის, რომელიც აქ გავატარე. ეს კლუბი და ეს ხალხი ყოველთვის ჩემს გულში იქნება”, – განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ არველაძემ “მაქაბი” შარშან ზაფხულს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა, თასის გათამაშებასაც გამოეთიშა, ჩემპიონატში კი 16 ტურის შემდეგ ლიდერ აპოელს 8 ქულით ჩამორჩება. ,

იტვირთბა....