გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, ხანძრის შედეგად 77 წლის ქალი დაიწვა. როგორც გარდაცვლილი ქალის მეზობლები ყვებიან, მოხუცი მარტოხელა იყო. ამიტომაც, ადგილობრივებმა მისი გადარჩენა ვერ მოასწრეს და მოხუცი კვამლით გაიგუდა.
„ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ქალბატონი მარტო ცხოვრობდა და მეზობლებმა სახანძროში მას შემდეგ დარეკეს, რაც სახლიდან ცეცხლის კვამლი ამოვიდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია“,- განუცხადა გარდაცვლილი მოხუცის მეზობელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.