„ცენტრ პოინტის” საქმესთან დაკავშირებით, მაია რჩეულიშვილის ადვოკატი რჩეულიშვილისვილის სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვს. ადვოკატის ინფორმაციით, მას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რის გამოც ის სდომაზე დასწრებას ვერ შეძლებს.
რჩეულიშვილის ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე ამბობს, რომ ის სასამართლოს დოკუმენტაციას წარუდგენს, სადაც მედიკოსები რჩეულიშვილის სტაციონარიდან გამოყვანას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ადვოკატის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება და მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.
„რაც შეეხება პროცესების საავადმყოფოში ჩატარებას, კლინიკაში პროკურატურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და თავად ნახეს, შესაძლებელია თუ არა იქ პროცესების ჩატარება.
ვფიქრობ, პროკურორები აღარ დააყენებენ პროცესის საავადმყოფოში ჩატარების შუამდგომლობას, ნახეს რა ვითარებაა, როგორ პალატაში წევს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ასეთი შუამდგომლობის დაყენება აღარ მოხდება”, – განაცხადა ცუცქირიძემ.,