მოსახლეობის კითხვებს, თუ რატომ მიუვიდათ გაზის გადასახადი გაორმაგებული სახით, სემეკი პასუხობს და აცხადებს, რომ გაზის სექტორში ტარიფები უცვლელია და ტარიფების გადახედვის მოთხოვნით მათთვის, არც ერთ გამანაწილებელ კომპანიას არ მიუმართავს:
„შესაბამისად, ბუნებრივი გაზის რეგულირებად სეგმენტში ტარიფები უცვლელია. მოქალაქეებს შეუძლიათ მომართონ კომისიას შესაბამისი განაცხადით ან დატოვონ შეტყობინება კომისიის ცხელ ხაზზე – 2420180. კომისია შეისწავლის საკითხებს ინდივიდუალურად“, – ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გაზგამანაწილებელი კომპანიის მიმართ კითხვები აქვთ. მათი განცხადებით, 2016 წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის დანახარჯი საგრძნობლადაა მომატებული.