ახალი ამბები ვიდეო მთავარი

მკვლელი თოვლის ბაბუა: საახალწლო კლიპი, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია (ვიდეო)

 

საახალწლო კლიპ-მილოცვას Santa vs Papa, რომელშიც ქართველი თოვლის ბაბუა სანტას კლავს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. კლიპი New Studio-ს გადაღებულია:

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი  წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ კლიპი ეთერიდან უნდა მოიხსნას:

“მართლა მარაზმია!!! და ამით რა თქვეს?! ევროპელი სანტა კარგია, კეთილია და ქართველი ბაბუ მკვლელი, ბოროტი მოძალადეა?! და ვის ჭირდება ასეთი დისკურსი?! რას აღვივებენ?! სამარცხვინო და პროვოკაციული კლიპია, ავტორიც, შემსრულებელიც, დამკვეთიც, გამავრცელებელიც არამგონია ჯანსაღად იყვნენ. როგორც მოზარდებზე მავნე ზეგავლენის მქონე და ძალადობრივი შინაარსის კლიპი, კანონით შესაძლებელია ეთერიდან მოიხსნას” _ წერს კობახიძე „ფეისბუქზე“.

„ვინც დაუკვეთეთ, ვინც გადაიღეთ და ვინც სიხარულით გაავრცელეთ ეს მარაზმატიკული კლიპი სანტას მკვლელობაზე ყველანი იდიოტები და მოძალადეები ხართ. კიდევ რა ხართ და რას ვფიქრობ თქვენზე ამას საჯაროდ არ დავწერ….“ – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

პარლამენტის ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს:

 

„New Studio სარეკლამო კლიპებს ამზადებს. მის დამკვეთთა შორის არა მარტო კერძო ბიზნესი, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებიცაა. კლიპი ე.წ. ბოროტ თოვლის ბაბუაზე, რომელიც კეთილ სანტას ფიზიკურად უსწორდება, შეურაცხყოფას აყენებს არა მარტო ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, არამედ მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა (ბავშვების) ცნობიერებაზე და ღია პროპაგანდას უწევს ძალადობას. მიზანმიმართულად აღვივებს ნეგატიურ განწყობას ჩვენი ეროვნული პერსონაჟის- თოვლის ბაბუის მიმართ.

მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება და ხსენებული კლიპი მოხსნას ინტერნეტსივრციდან. იმოქმედონ კანონის შესაბამისად.

მივმართავ სახელმწიფო სტრუქტურებს, – შეუწყვიტონ ყოველგვარი დაფინანსება New Studio-ს!” – წერს  ირმა ინაშვილი.

იტვირთბა....