ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასკოლო არდადეგების განრიგი: როდის იწყება და მთავრდება სკოლებში სწავლა

 

2017 წლისთვის საჯარო სკოლებში გაზაფხულის, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების, ასევე სასწავლო წლის დაწყების თარიღები უკვე განისაზღვრა, – ამის შესახებ საგანმანათლებო ვებ-გვერდი edu.aris.ge წერს.

განათლების მინისტრის ბრძანებულებით დადგინდა, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღი განისაზღვრა 15 სექტემბერი, ხოლო  დასრულების თარიღად  – 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრა 15 ივნისის წინა პარასკევი.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია, რომ თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

ზამთრის არდადეგები განისაზღვრა 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე.

საგაზაფხულო არდადეგები განისაზღვროა 8 მარტიდან 15 მარტამდე.“

ზაფხულის არდადეგები განისაზღვროს 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.“

 

იტვირთბა....