გავლენიანმა ჟურნალმა Vogue-მ 2017 წლის ყველაზე ცხელი ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილზე საქართველო აღმოჩნდა.
„ბოლო წლებში საქართველო პოპულარული გასაოცრად შესანიშნავი ღვინის წყალობით გახდა. მაგრამ მშვენიერი ღვინო არაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ტურისტები საქართველოს უნდა ეწვიონ,“ – ნათქვამია სტატიაში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა საქართველო მზადაა უმასპინძლოს მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს, რომლებსაც კავკასიის მთების მონახულება სურთ.
მეორე და მესამე ადგილებზე ომანი და მალაიზია მოხვდნენ. ათეულში ასევე შევიდა მადაგასკარი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო, იორდანია, დანია და კოლუმბია.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში 60-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს აქვს ხარისხის ნიშანი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 5,8 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, აქედან 2,5 მილიონზე მეტი — ტურისტი.