ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა უბედურებაა დავით ბატონო, თქვენ პოლიტიკურად ცუღლუტობთ”

“ეს ე.წ. პრეზიდენტი გასაგებია, რომ გაუგებრობაშია, არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, მაგრამ დავით უსუფაშვილისგან უკვე მეორე დიდი ავანტურა მივიღეთ, ჯერ ამერიკელთა ბაზების განლაგების მოთხოვნით და ახლა საკინსტიტუციო თამაშები პრეზიდენტის გადადგომით. რა უბედურებაა დავით ბატონო?! ყველანაირი კონსტიტუციური და რეალური ლოგიკაც პარლამენტის არჩეულ პრეზიდენტს ითხოვს, თქვენ კი პოლიტიკურად ცუღლუტობთ, სამწუხაროა! – ასეთი საპასუხო განცხადება გააკეთა ვალერი ხაბურძანიამ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ პრეზიდენტის შესაძლო გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა იწინასწარმეტყველა, რომ მიმდინარე წლის ივნისში პრეზიდენტი შესაძლოა გადადგეს.

იტვირთბა....