რამდენიმე წუთის წინ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, “საქართველოს ბანკის” ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია დანაშაულში ეჭვმიტანილი 30 წლამდე პირი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 179- ე და 236- ე მუხლით მიმდინარეობს.
თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბანკიდან თანხაა წაღებული.
ამ წუთებში ბახტრიონის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.