ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის პოლიციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დაკითხა

ისრაელის პოლიციამ კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაკითხა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მას გამომძიებლებმა ჰკითხეს, იღებდა თუ არა ძვირადღირებულ საჩუქრებს ბიზნესმენებისგან. პრემიერის დაკითხვა იერუსალიმის რეზიდენციაში სამ საათს გაგრძელდა.

მიზეზი გავრცელებული ცნობა გახდა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ებრაელი და უცხოელი ბიზნესმენებისგან ათასობით დოლარის ღირებულების საჩუქრებს იღებდა.

მას სახელმწიფო თანხის გაფლანგვაშიც ადანაშაულებენ. საუბარია 127 ათას დოლარზე, რომელიც ნეთანიაჰუმ სავარაუდოდ ბრიტანეთში გასამგზავრებლად დახარჯა. ისრაელის პროკურატურამ მოკვლევა ერთი თვის წინ დაიწყო.

იტვირთბა....