ახალი წლის ღამეს, დამწვრობის ცენტრს 20 -მდე პირმა, მათ შორის 4 ბავშვმა მიაკითხა,-ინფორმაციას ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ადასტურებს. მისი თქმით, პაციენტებს ძირითადად, ზედა კიდურების და სახის დამწვრობა ჰქონდათ მიღებული.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით კი, ახალი წლის ღამიდან 2 იანვრის ჩათვლით, პიროტექნიკით დამწვრობის 54 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ორს თითების ამპუტაცია დასჭირდა.
იტვირთბა....