ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

”საქართველოს ბანკი” და “ექსპრეს ბანკის” განცხადება ახალი წლის დღეებთან დაკავშირებით

”საქართველოს ბანკი” და “ექსპრეს ბანკი” ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების სამუშაო განრიგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც ”საქართველოს ბანკში” აცხადებენ, 2017 წლის 1 და 2 იანვარს დაისვენებს ”საქართველოს ბანკისა” და “ექსპრეს ბანკის” ყველა სერვისცენტრი. სამშაბათს, 3 იანვარს ”საქართველოს ბანკისა” და “ექსპრეს ბანკის” სერვისცენტრები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.
მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შეტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით. 31 დეკემბერს ”საქართველოს ბანკის” სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.
3 იანვრიდან “საქართველოს ბანკის” და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

იტვირთბა....