“ქართული ოცნების” დეპუტატი ზაქარია რესტორნებში ხმამაღალ მუსიკას აპროტესტებს. ის ჟურნალ “გზასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ისეთ კანონს მიიღებენ, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს.
“მინდა ისეთი კანონი მივიღოთ რომ, რესტორნებსა და მსგავს დაწესებულებებში მუსიკის გარკვეულ სიხშრეზე ხმამაღლა დაკვრა აიკრძალოს. ეს არის დიდი უკულტურობა, როცა რესტორანში შედიხარ და მუსიკა იმხელა ხმაზეა, მეუღლეს თუ მეგობარს ვერ დაელაპარაკები, მესიჯით თუ შეატყობინებ რა გინდა. მე არ მესიმის რატომ არავის შეაქვს ეს შენიშვნა? აუტანელია ასეთი რამ”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.