„პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა საბედნიეროდ უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის”, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრამა დავით სერგეეკომ განაცხადა.
„მე არ მაქვს უფლებამოსილება კონკრეტულ კლინიკურ დეტალებზე გესაუბროთ, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, გამომდინარე ასაკიდან და თანმდევი დაავადებებიდან, მაინც უკიდურესად საყურადღებოა და ის ექიმების მეთვალყურების ქვეშ რჩება“, – განაცხადა სერგეენკომ.
პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა ამბობს, რომ პატრიარქს გერმანიაში გადაყვანას ურჩევენ, თუმცა უწმინდესი არ თანხმდება.