aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა მოხდება „ნაცმოძრაობის“ ყრილობის შემდეგ: დაპირისპირება ორ ახალ პარტიას შექმნის

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

„ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირებას პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელ facebook-ზე ეხმიანება და წერს:

„ნაციონალებში“ მიმდინარე განხეთქილების ერთ-ერთი თემაა დამნაშავის ძიება: ვისი ბრალია თავად ეს განხეთქილება? სინამდვილეში რომელი მხარე ანგრევს პარტიას?

ხოდა, რის მიხედვით გავარჩიოთ მტყუან-მართალი?

მარტივი ტესტია. ყრილობებს შორის პერიოდში პარტიას წარმოადგენს და მმართველობით გადაწყვეტილებებს იღებს კონკრეტული ორგანო, პოლიტსაბჭო. ვინც პოლიტსაბჭოს, როგორც ასეთს, ებრძვის (და არა მის ცალკეულ წევრებს), მის მუშაობას შეუძლებელს ხდის, ის ერჩის პარტიას, როგორც ორგანიზაციას. არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია.

ვისთვისაც მიშა და პარტია აპრიორი ერთია, ვისი ერთადერთი არგუმენტია „მიშას გარეშე სად იქნებოდით“, ამას ვერ გაიგებს და მათ დარწმუნებას არც ვცდილობ. ისიც ვიცი, საქმეს ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, აღარ ეშველება (რაც ძალიან სამწუხაროა). ყრილობის შემდეგ ორ ახალ პარტიას მივიღებთ, რომელთგან ერთი ძველი პარტიის ლეგალურ სახელწოდებას და ბეჭედს დაეუფლება და მეორეს ეტყვის: რა განხეთქილება, რის განხეთქილება, რამდენიმე აბეზარი ადამიანი გამოგვეყოო, მაგრამ ეგდოს ეს პოსტიც, სიმართლე ხომ უნდა ითქვას” –  წერს გია ნოდია.

 

 

იტვირთბა....