ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბატონო ბიძინა, მოაშორეთ ეს უგვანი მინისტრი“: მწერალი ივანიშვილს მიმართავს

მწერალი მერაბ შათირიშვილი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ გიორგი კვირიკაშვილს ურჩიოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების სფეროს მოაშოროს.

„ბატონო ბიძინა, სერიოზულად მოგმართავთ: განათლებაზე უნდა აშენდეს ეროვნული იდეოლოგია და – სახელმწიფოებრიოება, ეს, მასხარა „მენეჯერი“, ბანკში თუ გამოდგება, დაიბრუნოს ხაზარაძემ, ნუ ააგდებინებთ სასაცილოდ ქართველ ხალხს, ასეთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტალური სამინისტროს ხელმძღვანელის „პოსტს“, ვერ ხედავთ, ეს პიროვნება ვერ „ლავეს?“ ერთმა განათლების ყოფილმა მინისტრმა ხომ გაგიმართლათ?.. მას „ოცნება“ აერია „ზღაპარში“ და გთხოვთ, გამოიჩინო მახვილგონიერება და ურჩიოთ პრემიერ-მინისტრს, კვირიკაშვილს, შვებულება მაინც გაუფორმოს ამ პერსონას, იქნებ, ფსიქოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდეს დასვენებისამებრ, ან კიდევ, ვიცი და რისი ვალი მართლებს ამ კაცის, ან მისი მფარველების მიმართ „ქართულ ოცნებას“ ამ ვალში, ხალხის რისხვა და ქილიკი ითმინოს?

გთხოვთ, ბ-ნო ბიძინა, მოაშორეთ ეს უგვანი მინისტრი ასეთ სფეროს, თორემ, განათლება განათლებად გვექცევა!“ – წერს მწერალი მერაბ შათირიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სხვადასხვა ინტერვიუში რამდენიმე კომენტარი გააკეთა ქართულ ზღაპრებზე. მინისტრის თქმით, ქართული ზღაპრები და მათი ფინალი ბავშვებს ძალადობას ასწავლის და აჩვენებს, რომ მეზობლის გაჭირვება უნდა გიხაროდეს.

,,გულწრფელად ვამბობ, ყოველთვის, როცა ვკითხულობდი – ჭირი იქა, ლხინი აქა, მიკვირდა, რატომ არ შეიძლება, იქაც ლხინი იყოს და აქაც-მეთქი? მეზობელთან ცუდი რატომ უნდა ხდებოდეს, მას ქატო რატომ უნდა ჰქონდეს და მე – ფქვილი? უნდა მომწონდეს, თუ სხვას შუქი არ აქვს და მე სახლში ანთებული ნათურები მაქვს? ეს უმსგავსობაა. თუ გარეთ უჭირთ და ჩვენ კარგად ვართ, მერწმუნეთ, ეს ბედნიერებას ვერასოდეს მოგვიტანს”, –  განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

იტვირთბა....