ტერმინი „ჰაკერი“ უფრო მეტად განმარტების მეორე ტიპს მიესადაგება, ადამიანი რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია და ამას ბოროტად არ იყენებს. ბოლო დროს გავრცელებული ტენდენციის თანახმად, კი ჰაკერობა დამნაშავესთან ასოცირდება.
ჰაკერობაც ორ კატეგორიად იყოფა: “შავი” და “თეთრი” ჰაკერი, კეთილი და ბოროტის მსგავსად.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ 5 ჰაკერს:
- ჯონათან ჯეიმსი
ინტერნეტში ცნობილია, როგორც “c0mrade”-ი . ჰაკერობის ბრალდებით პირველად დაიჭირეს არასრულწლოვნების ასაკში და მიუსაჯეს პატიმრობა. მან განაცხადა რომ იგი უბრალოდ ერთობოდა და უყვარდა რთული დავალებების შესრულება. ჯეიმსმა გატეხა Bell South, Miami-Dade, U.S. Department of Defense, რომელიც აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ნაწილია, მისი მეშვეობით მოიპოვა კოდები და შეეძლო პირადი ინფორმაციების დათვალიერება.
ჯეიმსის ყველაზე დიდი მიღწევა იყოს NASA -ს გატეხვა და პროგრამული უზრუნველყოფის მოპარვა, რომლის ფასი შეადგენდა $1.7 მილიონს. გამოძიების მსვლელობისას NASA იძულებული გახდა დაეხურა საიტი სამი კვირის განმავლობაში, რაც 41,000 დოლარი დაუჯდა.
თუმცა ჯეიმსის ისტორია ტრაგიკულია, 2007 წლებში, მასიური ჰაკერული შემოტევების დროს, რომლის შედეგად უამრავი დიდი კომპანია დაზარალდა, პირველი ეჭვმიტანილი ჯეიმსი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებდა დანაშაულს. იმის გამო, რომ დამნაშავედ აღიარეს, იმ საქმეში რომელიც მას არ ჩაუდენია, ჯონათანმა გადაწყვიტა სუიციდით დაესრულებინა სიცოცხლე. ეს მოხდა 2008 წელს.
- კევინ მიტნიკი
კევინის ჰაკერობის ისტორია, იმდენად საინტერესოა, რომ აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ შერაცხულ იქნა, როგორც “ამერიკული კრიმინალის ისტორიაში ყველაზე მეტად ძებნილი დამნაშავე.” მისი დაჭერა დიდი ხნის მანძილზე ვერავინ შეძლო. კევინის ისტორიებზე ორი ძალიან საინტერესო ფილმიც კი არსებობს.
მისი სახელი და გვარი დღესაც ყველამ იცის იგი მსოფლიოში პირველი “შავი” ჰაკერია. მან პირველად გატეხა თავისივე სკოლის კომპიუტერი რათა შეეცვალა ინფორმაცია თავისთვის სასიკეთოდ. ამასთანავე გატეხა Digital Equipment Corporation-ის სისტემა და მოიპარა ინფორმაციები. შეძვრა ეროვნული უსაფრთოების სისტემაში და შემდეგ 5 წლიანი პატიმრობა მოიხადა.
გათავისუფლების შემდეგ გამოსწორების გზას დაადგა და მუშაობა დაიწყო კომპიუტერული უსაფრთხოების ერთ-ერთ კომპანიაში და შემდგომ თავისი Mitnick Security Consulting, LLC-ი დაარსა.
- ალბერტ გონსალეზი
ალბერტ გონსალეზმა ჰაკერობით 2 წლის მანძილზე შეაგროვა 170 მილიონი საკრედიტო ბარათი და ბანკომატის ბარათის ციფრები. ეს ციფრი ამერიკის მოსახლეობის ნახევარია თითქმის.
გონსალეზმა ჰაკერული ჯგუფი ჩამოაყალიბა სახელად “ShadowCrew” და მისი ლიდერი გახდა. ჯგუფის მეშვეობით 1.5 საკრედიტო ბარათი მოიპოვა, გარდა ამისა აყალბებდნენ პასპორტებს, სადაზღვევო პაკეტებს, მოიპარეს დაბადების მოწმობები, რაც აღმოაჩინა გამოძიებამ 4.3 მილიონ დოლარს შეადგენს და რაც ვერ იპოვეს ალბათ კიდევ უფრო მეტია.
2010 წელს, გონსალეზი დაიჭირეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
- კევინ პოლსენი
ცნობილი, როგორც “შავი დანტე”, 15 წუთში გატეხა სატელეფონო სისტემები და პორშეს საყიდელი ფული იშოვა, თუმცა მის შესახებ მთელმა ამერიკამ გაიგო. ამის შემდეგ, შევიდა ფედერალურ სისტემაში და მოიპარა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რისთვისაც ეძებდა მთელი FBI. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ერთ-ერთ სუპერმარკეტში დაიჭირეს და 51 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 56,000 დოლარი ჯარიმაც დააკისრეს.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ცხოვრების სტილი შეიცვალა და ჟურნალისტი გახდა, ასევე ეხმარებოდა სამართალდამცავებს დამნაშავეთა იდენტიფიცირებაში.
- გარი მაკკინონი
ინტერნეტსივრცეში ცნობილია, როგორც “Solo.” გატეხა ამერიკის სამხედრო ძალებისა და ნასას 97 კომპიუტერი. მაკკინონი აცხადებდა, რომ მას უბრალოდ უცხოპლანეტელებთან დაკავშირება უნდოდა. თუმცა, ამერიკის ხელისუფლების განცხადებით, მან ისეთი ფაილები წაშალა, რომლის გამოც 700.000 დოლარის ზარალი მიადგა ქვეყანას.
წყარო: gnn.ge