ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბურთალოს რაიონს ელექტრომამარაგება დროებით შეეზღუდება

 

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება ხვალ დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ კომპანია „თელასში“ აცხადებენ.

საბურთალოს რაიონში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაბბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....