ახალი ამბები მედია მთავარი

“მაესტროში არანაირი საინფორმაციოს გაუქმება არ იგეგმება“

 

“მაესტროში“ არანაირი საინფორმაციოს გაუქმება არ იგეგმება. GDS-ი შემოდის როგორც გასართობი არხი. ჩვენ სხვა არხების გაკეთებასაც ვაპირებთ. ზოგის ნოლიდან, ზოგის თუ იქნება საინტერესო შემოთავაზებები და კიდევ გავმსხვილდებით, კარგი იქნება“- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომელიც „მაესტროში“ თანამშრომლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა

რუხაძის თქმით, ახალი მედიაჰოლდინგის ჩამოყალიბება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა.

ირაკლი რუხაძემ „იმედის“ მიერ „მაესტროსა“ და GDS-ის შეძენის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული მედიაჰოლდინგი მაყურებელს უკეთეს პროდუქტს შესთავაზებს. მისივე თქმით, ტელეკომპანიების გაერთიანება ბიზნესის თვალსაზრისით მომგებიანი გადაწყვეტილება იყო.

ირაკლი რუხაძე გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკაში მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით უარყოფს.

 

იტვირთბა....